ტრენინგები რეგიონების სახელოვნებო და სამუსიკო სკოლების მასწავლებლებისთვის

4 აპრილს, 12 საათზე, ვანო სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორიის დიდი დარბაზის ფოიეში, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე ბადრი ბაგრატიონ-გრუზინსკი კონსერვატორიის პროფესურასთან ერთად დაგეგმილი ტრეინინგების შესახებ საქართველოს რეგიონების სახელოვნებო და სამუსიკო სკოლების მასწავლებლებისთვის პრესკონფერენციას გამართავს. ტრენინგები ჩატარდება საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის ინიციატივითა და ორგანიზებით. ტრეინინგ-სემინარების მიზანია რეგიონების სახელოვნებო და სამუსიკო სკოლების პედაგოგების ცოდნის ამაღლება 4 სამუსიკო დისციპლინაში (ფორტეპიანო, სიმებიანი საკრავები, მუს. თეორია, მუს. ლიტერატურა), ასევე მათთვის ახალი მეთოდური მიდგომების გაცნობა და სწავლების პროცესში მოტივაციის ამაღლება. პრესკონფერენციას დაესწრებიან თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორი რეზო კიკნაძე, პროექტის კოორდინატორი ნინო კასრაძე, ასევე პროექტში ჩართული ტრენერები,- კონსერვატორიის აკადემიური პერსონალი: რუსუდან წურწუმია, ნოდარ ჟვანია, მანანა გოცირიძე. ტრენინგების ფარგლებში მოხდება ფორტეპიანოზე და სიმებიან საკრავებზე დაკვრის სწავლების მეთოდიკის ინტენსიური სალექციო და პრაქტიკული მეცადინეობების ჩატარება, ასევე ტრენინგის მონაწილეებისთვის ცოდნის გაღრმავება მუს. თეორიის სწავლებისა და მუს. ლიტერატურის სწავლების სფეროში. ტრენინგები რეგიონებში ეტაპობრივად, 3 თვის მანძილზე ჩატარდება. სწავლება 10 აპრილიდან დაიწყება. თითო ტრენინგის ხანგრძლივობა 8 საათია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები