ზაარბრიუკენის კაფეში შეჭრილი მამაკაცი სარდაფში მძინარე იპოვეს

გერმანიის ქალაქ ზაარბრიუკენის კაფეში დღეს შეჭრილი მამაკაცი გერმანულმა პოლიციამ განხორციელებული შტურმის შედეგად, შენობის სარდაფში მძინარე აღმოაჩინა.
როგორც გერმანული გამოცემა „ბილდი“ იუწყება, მან ყოფილი მეუღლის საკუთრებაში მყოფი კაფე თავშესაფრის მიზნით გამოიყენა.
არსებული ინფორმაციით, პოლიციამ გაარკვია, რომ მამაკაცი შეიარაღებული არ ყოფილა თუმცა, შენობაში შეჭრის დროს სისხლიანი იყო. იმის გამო, რომ მას ტანზე მცირე ზომის ჭრილობა ჰქონდა, შტურმის შემდეგ ის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
სამართალდამცავთა ინფორმაციით, მამაკაცი, სავარაუდოდ, პირადი მოტივებით მოქმედებდა. იგი მეუღლესთან გაშორებული იყო და მარტო ცხოვრობდა. სავარაუდოდ, იგი არასტაბილურ ფსიქიკურ მდგომარეობაში იმყოფება.
მანამდე, „ბილდი“ იუწყებოდა, რომ ფაქტს ტერორიზმთან საერთო არაფერი აქვს. მამაკაცს არ ჰყავდა მძევლები და პოლიციასთან კონტაქტზე არ გამოდიოდა.
მანამდე უცხოური მედია პოლიციაზე დაყრდნობით აღნიშნავდა, რომ ფაქტს ტერორიზმთან საერთო არაფერი აქვს. მამაკაცს არ ჰყავდა მძევლები და პოლიციასთან კონტაქტზე არ გამოდიოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები