გიორგი კვირიკაშვილმა ნიკორწმინდის 1000 წლის იუბილე რაჭას და საქართველოს მიულოცა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი რაჭაში ნიკორწმინდის ტაძრის აგებიდან 1000 წლის თავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო, სადაც აღნიშნა, რომ ნიკორწმინდა ქართული კულტურული მემკვიდრეობის ერთ-ერთი თვალსაჩინო ნიმუში და ძლიერების სიმბოლოა.
“მინდა, პირველ რიგში, რაჭას და საქართველოს მივულოცო ეს დღესასწაული; ვუსურვო გაძლიერება, გამთლიანება და უკეთესი ხვალინდელი დღე“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ნიკორწმინდა არის სიძლიერის სიმბოლო საქართველოში, გამორჩეული არქიტექტურით, ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო ნიმუში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები