ქართულ დასურათებულ ხელნაწერთა მინიატიურების მონაცემთა ბაზა შეიქმნება

“ქართულ დასურათებულ ხელნაწერთა (IX-XIX სს.) გაფორმებაში ჩართული მინიატიურების მონაცემთა ბაზა” იქმნება. პროექტის პრეზენტაციას დღეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე, სამინისტროს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორი ბუბა კუდავა, პროექტის ავტორები, კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები და ჟურნალისტები გაეცნენ. პროექტი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაფინანსებითა და კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოს თანადაფინანსებით განხორციელდება. პროექტის მიზანია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრსა და საქართველოს მუზეუმებში დაცულ ქართულ დასურათებულ ხელნაწერთა საფუძველზე, შეიქმნას ელექტრონული მონაცემთა ბაზა, რომელიც IX-XIX საუკუნეების მოხატულ ხელნაწერებში ჩართულ მინიატიურებს მოიცავს. პრობლემა დღეისათვის აქტუალურია, რადგანაც ამგვარი ქართული მინიატიურული მხატვრობის ნიმუშებზე დაფუძნებული ნაშრომი არ არსებობს. პრობლემის აქტუალობას ისიც განსაზღვრავს, რომ საერთაშორისო სამეცნიერო მიმოქცევაში სპეციფიკურად ქართული მინიატიურული მხატვრობისათვის სახასიათო ელემენტები არ არის შესული. პროექტი შესაძლებელს გახდის ქართული მასალა უცხო ენაზე ითარგმნოს და საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოებისთვის მისაწვდ

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები