აშშ-ს კონგრესმენი: მნიშვნელოვანია, რომ აშშ დემოკრატიულ მოკავშირეებთან გვერდიგვერდ დადგეს, რათა დიქტატორ პუტინის შემდგომი აგრესია ავიცილოთ თავიდან
მნიშვნელოვანია, რომ ამერიკის შეერთებული შტატები დემოკრატიულ მოკავშირეებთან გვერდიგვერდ დადგეს, რათა დიქტატორ პუტინის შემდგომი აგრესია ავიცილოთ თავიდან,-ამის შესახებ საქართველო-რუსეთის აგვისტოს ომის მერვე წლისთავზე აშშ-ის კონგრესმენმა ადამ კინზინგერმა ”ამერიკის ხმის” ქართულ რედაქციას განუცხადა.
როგორც ადამ კინზინგერმა ”ამერიკის ხმის” ქართულ რედაქციას განუცხადა, 2008 წელს რუსეთმა ჩვენი უმნიშვნელოვანესი მოკავშირის – საქართველოს სუვერენიტეტი დაარღვია.
როგორც კონგრესმენმა აღნიშნა, არაფერი შეცვლილა რუსეთის ქმედებებსა და მისი სამხედროების აგრესიულ მოქმედებაში, თუმცა ქართული დემოკრატია ძლიერ მაგალითს იძლევა რეგიონში, რაც თავისთავად, მკაფიო კონტრასტს ქმნის რუსეთის მზარდ ავტორიტარულ მმართველობასთან.
”როგორც აღმოსავლეთ ევროპის სხვა რეგიონებში, განსაკუთრებით კი უკრაინაში ვხედავთ, ვლადიმირ პუტინის საომარ ქმედებებს საზღვარი არ აქვს.
რუსეთ-საქართველოს ომის ამ მერვე წლისთავზე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ამერიკის შეერთებული შტატები დემოკრატიულ მოკავშირეებთან გვერდიგვერდ დადგეს, რათა დიქტატორ პუტინის შემდგომი აგრესია ავიცილოთ თავიდან”, – განაცხადა ადამ კინზინგერმა.