გიორგი ვაშაძის “ახალი საქართველო”, „გირჩი”და “ახალი მემარჯვენეები” პოლიტიკურ ბლოკს ქმნიან
დღეს, ახალი პოლიტიკური ბლოკის – „ვაშაძე-ჯაფარიძე-ახალი არჩევანი “ პრეზენტაცია ლისის ტბის ტერიტორიაზე გაიმართება. როგორც „კვირას“ „ახალი მემარჯვენეების“ წევრმა მანანა ნაჭყებიამ განუცხადა, ერთთვიანი ინტენსიური კონსულტაციების შემდეგ, სამივე პარტიამ გადაწყვიტა, რომ ერთ ბლოკად ჩამოყალიბებულიყვნენ და არჩევნებში მონაწილეობა ასეთი სახით მიეღოთ.
მისივე თქმით, ახალი ბლოკის პრეზენტაცია ლისის ტბის ტერიტორიაზე 12.00 საათზე გაიმართება.
როგორც მანანა ნაჭყებია აცხადებს, საქართველოს სწრაფი განვითარებისთვის საჭიროა სწორი ეკონომიკურ-სოციალური პროგრამა, პროდასავლური კურსი, ინოვაციური იდეები და საერთო გეგმები გახდა მათი გაერთიანების მიზეზი.