გიორგი აბაშიშვილი: პრეზიდენტის ბრაზილიაში შეხვედრების მიზანია საქართველოს ოკუპირებული რეგიონების არაღიარების პოლიტიკის განმტკიცება
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის, გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, ქვეყნის პირველი პირის ვიზიტი ბრაზილიაში და მისი დასწრება ოლიმპიური თამაშების გახსნაზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ვინაიდან ოლიმპიური თამაშები ყოველთვის გამოხატავდა მნიშვნელოვან პრინციპს, მშვიდობისა და თანამშრომლობის მხარდაჭერას.
“საქართველოს პრეზიდენტი ოლიმპიურ თამაშებზე ქართველი ოლიმპიელების წარმატების მხარდამჭერი იქნება, ამავდროულად, უნდა აღინიშნოს, რომ ბრაზილიაში ვიზიტის ფარგლებში პრეზიდენტი გამართავს არაერთ ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატში შეხვედრას სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან. ბრაზილიაში გასამართი შეხვედრების ძირითადი მიზანია საქართველოს ოკუპირებული რეგიონების არაღიარების პოლიტიკის განმტკიცება და გაძლიერება. ამავდროულად, გაეროში დევნილთა დაბრუნების შესახებ რეზოლუციაზე მეტი მხარდაჭერის მოპოვება,”- განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.