ქიბარ ხალვაში სააკაშვილის საიდუმლო წერილის შესახებ

  ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში მიხეილ სააკაშვილის იმ საიდუმლო წერილს ეხმაურება, რომელიც ექსპრეზიდენტმა საფრანგეთში დავით კეზერაშვილთან დაკავშირებით გააგზავნა. ბიზნესმენი ექსპრეზიდენტს ფეისბუქის საკუთარი გვერდიდან მიმართავს:
„გიულიევიჩ! და ის, რომ ნაცმოძრაობის მთავარი ფიგურა და დონორი ისრაელის მოქალაქე რომ არის, იმაზე რას ეტყვი ამ წერილის ადრესატებს? თუ ნაცებისთვის უცხოელების დონორობა დასაშვებია?“ – წერს ქიბარ ხალვაში ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.
ქიბარ ხილვაში „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურ სახეებსაც ეხმაურება:
” საყვარელიძევ, ახალაიებო, მერაბიშვილო, უგულავავ, კეზერაშვილო, ბოკერიავ, თარგამაძევ, ბაქრაძევ, მაჭავარიანო, ნადარაიავ, ადეიშვილო, თუ სხვა მსხვილო და წვრილო ნაცებო!! თქვენი მანიაკი პრეზიდენტის თამადობით, თქვენი დრო მორჩა!!! დაწყნარდით და სულს გაუფრთხილდით. თორე ეს ჩანაწერები ახალი კოჭოიები, ჯოლოხავები და მაიმუნები აღარ გიშველით! დაწყნარდით! მართლა ცოცხისა თუ სხვა ინსტრუმენტის ტარებით გასამართლებით! ამ ჯოლოხავის ამბავი თქვენს გარდა ვის ჯერა თუ იცით?”- წერს ქიბარ ხალვაში სოციალურ ქსელში.

1609179_691864360836060_1096214007_o

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები