ტრისტან წითელაშვილი პოლიტიკაში მიდის – სად აპირებს კენჭისყრას პოლკოვნიკი

ტრისტან წითელაშვილი პოლიტიკაში მიდის. წითელაშვილი პარტია „ჩემი სამშობლოდან“ კენჭს მაჟორიტარ კანდიდატად ბაღდათის რაიონში იყრის. ამის შესახებ ინფორმაცია „კვირას“ უშიშროების თადარიგის პოლკოვნიკმა კონსტანტინე ფორჩხიძემ დაუდასტურა.
პოლიტიკურმა პარტიამ „ჩემი სამშობლო“ ყრილობა ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში მიმდინარე წლის 9 აპრილს გამართა. პარტიის ლიდერი ზვიად ჩიტიშვილია. პარტია ეთნიკურად ოს და აფხაზ მოსახლეობას აერთიანებს. აღსანიშნავია, რომ ამ პარტიის წევრი საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული მისიის” დამფუძნებელი გია კორკოტაშვილია, რომელიც კენჭს თემქაზე აღნიშნული პარტიის სახელით იყრის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები