პრემიერი: ველოდებით ამერიკელ სამხედროებს, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ Jackal Stone 2016-ის წვრთნებში

Jackal Stone 2016-ის კონტრტერორისტული წვრთნების ფარგლებში აშშ-ის სამხედრო ძალების წარმომადგენლების საქართველოში ჩამოსვლას მიესალმება საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი.
„ჩვენ ველოდებით ამერიკელ სამხედროებს, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ Jackal Stone 2016-ის წვრთნებში. ეს წვრთნები დაეხმარება როგორც საქართველოს, ისე ამერიკის შეერთებულ შტატებს ერთობლივი უნარებისა და შესაძლებლობების გაუმჯობესებაში და ხელს შეუწყობს მშვიდობის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით ჩვენი საერთო მიზნების მიღწევას.
წვრთნები კიდევ უფრო გააღრმავებს უსაფრთხოების სფეროში ჩვენს მტკიცე პარტნიორულ ურთიერთობებს ამერიკის შეერთებულ შტატებთან, გააუმჯობესებს ჩვენი, როგორც პარტნიორი სახელმწიფოების, შეთანხმებულ მოქმედებებს, რათა წარმატებით გადავჭრათ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული შესაძლო პრობლემები“,-აცხადებს გიორგი კვირიკაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები