„დუბაის აეროპორტში ცეცხლმოკიდებული „ბოინგ 777“-დან 300 მგზავრის და ეკიპაჟის წევრის ევაკუაცია მოხდა. თვითმფრინავს ცეცხლი მას შემდეგ გაუჩნდა, რაც ის დუბაის აეროპორტში ავარიულად დაფრინდა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. თვითმფრინავი დუბაიში ინდოეთის ქალაქ ტირუვანანტაპურამიდან ჩაფრინდა. ფოტოებზე და ვიდეოებზე ჩანს თვითმფრინავი, რომელიც კვამლშია გახვეული. შემდეგ თვითმფრინავი ფეთქდება და მთლიანად იწვება. კატასტროფის მიზეზები ჯერჯერობით უცნობია.