ვალეში საზოგადოებრივი ცენტრის მშენებლობა მიმდინარეობს (ფოტოკოლაჟი)

იუსტიციის სამინისტრო საზოგადოებრივი ცენტრების მშენებლობას განაგრძობს. იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი 1 აგვისტოს ახალციხის მუნიციპალიტეტში, ვალეს მშენებარე საზოგადოებრივ ცენტრს ესტუმრა და სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო.
საზოგადოებრივი ცენტრების მიზანი იმ სოფლების სახელმწიფო და კერძო სერვისებით უზრუნველყოფაა, რომლებიც საგრძნობლადაა დაშორებული რაიონული ცენტრებიდან. პროექტის მთავარი იდეა სახელმწიფო სერვისების მოქალაქემდე მიტანა და ქართული სოფლის გაძლიერებაა.
საზოგადოებრივი ცენტრები შენდება რაიონული ცენტრებიდან დაშორებულ სოფლებში; მრავალრიცხოვან, მჭიდროდ დასახლებულ სოფლებში, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე სოფლებსა და საზღვრისპირა სოფლებში. 200-ზე მეტი მომსახურების მიღება სოფლიდან გაუსვლელად უკვე შეუძლია საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 35 სოფლის მოსახლეობას. 2016 წელს გაიხსნა რვა საზოგადოებრივი ცენტრი, ათამდე ცენტრის მშენებლობა კი ამჟამად მიმდინარეობს.
ვალეში საზოგადოებრივი ცენტრის მშენებლობას ტენდერით შერჩეული კომპანია აწარმოებს, რომლის მშენებლობა 2016 წელს დაიწყო. საზოგადოებრივი ცენტრი ვალესა და მიმდებარე სოფლების მოსახლეობას მოემსახურება.
საზოგადოებრივი ცენტრების ინფრასტრუქტურის შექმნასა და პროგრამულ უზრუნველყოფას იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო“ უზრუნველყოფს. პროექტში ევროკავშირი და ადგილობრივი თვითმმართველობები არიან ჩართულნი.

13872865_1018492981532616_7957252283500291497_n

13886987_1018493414865906_3338300402185665766_n

13886891_1018493331532581_8940541327014776760_n

13680941_1018493398199241_4445648855525597707_n

13920794_1018493044865943_6062585478195037580_n

13900277_1018493264865921_1387648161600201463_n

13903275_1018493184865929_5076367043669095150_n

13886356_1018493268199254_850569755769478348_n

13906666_1018493041532610_3031086896531858523_n

13900147_1018492994865948_8920243926305566006_n

13921201_1018492998199281_8966484295825579755_n

13912491_1018493451532569_2783912047476576647_n

13903275_1018493048199276_4680638773239711742_n

13886397_1018493474865900_3720029193821703736_n

13872967_1018494174865830_7942378494238024811_n

13912583_1018494124865835_6165912201193931782_n

13901414_1018494108199170_6138742746191202341_n

13912433_1018494101532504_9041007991066773774_n

13686791_1018493991532515_2623970773324800528_n

13920736_1018493981532516_1956281531366035009_n

13892109_1018493898199191_6168884946015564132_n

13902756_1018493884865859_3681755416457876398_n

13900082_1018493838199197_5132907958160572069_n

13892139_1018493764865871_5021467807637553562_n

13876157_1018493741532540_3780954470269938101_n

13895586_1018493718199209_8390633401087477284_n

13924932_1018493674865880_525107301934928884_n

13902722_1018493604865887_6477079997500231699_n

13680965_1018493568199224_5411099941649387295_n

13912727_1018493541532560_4008084348380400990_n

13886397_1018493484865899_3776791025461111778_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები