სომხეთის პოლიციის ინფორმაციით, ერევანში წუხელ მიტინგის დარბევის დროს 165 ადამიანი დააკავეს. შეტაკებები პოლიციის განყოფილებასთან მოხდა, სადაც უკვე 13 დღეა შეიარაღებული პირები იმყოფებიან.
შეტაკებების დროს 50-მდე ადამიანი დაშავდა. სამართალდამცველებმა მოედანი იქ შეკრებილი დემონსტრანტებისგან გაათავისუფლეს. წუხელ ერევანში პოლიციასა და შენობაში შეჭრილ პირებს შორის ორმხრივი სროლაც მოხდა. დაიჭრა შეიარაღებული ჯგუფის ერთი წევრი და ერთი პოლიციელი.