გია აბდალაძე: შესაძლებელია, უახლოეს მომავალში ფარდა აეხსნას „ფოტოგრაფების საქმეს“
„ჩვენ ვითხოვთ ერთადერთ რამეს – სამართლიანობამ იზეიმოს და ჩვენი რეაბილიტაცია მოხდეს, უდანაშაულო ადამიანების, რომლებიც პატიმრობაში ვიყავით“.
ამის შესახებ ფოტორეპორტიორმა გია აბდალაძემ მთავარ პროკურატურაში მისი მეუღლის სამსაათიანი დაკითხვის შემდეგ განუცხადა.
მისივე თქმით, შესაძლებელია, რომ უახლოეს მომავალში „ფოტოგრაფების საქმეს“ ფარდა აეხადოს.
„დაგვპირდნენ, რომ უახლოეს მომავალში უკვე დასრულდება გამოძიების პროცედურები, სრულიად შესაძლებელია, რომ უახლოეს მომავალში ფარდა აეხსნას „ფოტოგრაფების საქმეს“ და ნათელი მოეფინოს, რა ხდებოდა. დავაზუსტეთ კონკრეტული დეტალები, შესაძლებელია, უახლოეს მომავალში ჩვენს კოლეგებს კიდევ მოუწიოთ აქ მოსვლა. იმედია, ძალიან მალე ეს ყველაფერი დასრულდება“, – აღნიშნა გია აბდალაძემ.
გია აბდალაძე მეუღლე ნესტან ნეიძესთან ერთად საგამოძიებო უწყებაში სამ საათზე მეტი ხნის განმავლობაში იმყოფებოდა. როგორც გია აბდალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, პროკურატურაში გარკვეული საკითხების დასაზუსტებლად მეუღლესთან ერთად დაიბარეს.