“კვირიკაშვილის ვიზიტმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ საქართველო არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი”

????????????????????????????????????
საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ვიზიტმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ საქართველო თურქეთის სტრატეგიული პარტნიორია, – აღნიშნული განცხადება თურქეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, ზექი ლევენთ გუმრუქჩუმ ტელეკომპანია “მაესტროს” ეთერში გააკეთა.
“საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ვიზიტი თურქეთში ყველა ჩვენგანისთვის ბევრს ნიშნავდა. ბატონი კვირიკაშვილი იყო პირველი მაღალი რანგის პირი, რომელიც მაღალი რანგის დელეგაციით ჩავიდა ანკარაში. დელეგაციის შემადგენლობაში შვიდი მინისტრი იმყოფებოდა, მათ შორის პირველი ვიცე პრემიერი. ძალიან ადვილია, იყო მეგობარი, როდესაც ყველაფერი კარგად არის. მეგობრობა კრიტიკულ პერიოდში ვლინდება და პრემიერ კვირიკაშვილის ვიზიტმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ საქართველო არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი. თურქეთ-საქართველოს მეგობრობა სამუდამოა. ჩვენ ამას არ დავივიწყებთ და ამიტომაც ვუწოდეთ ამ ვიზიტს ისტორიული, რადგან მას გააჩნია სიმბოლური და პოლიტიკური დატვირთვა, იქიდან გამომდინარე, დროის რა მონაკვეთში შედგა ის”, – განაცადა ელჩმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები