“ერთი და იგივე მოსამართლეები იხილავენ ერთი და იგივე საქმეებს, რომელიც “ნაციონალური მოძრაობის” ინტერესის არეალში ექცევა”

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ეკა ბესელია არ გამორიცხავს, რომ გიორგი პაპუაშვილის განცხადებები “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკურ მიზნებს უკავშირდებოდეს.

“ამას მაფიქრებინებს მთლიანად ვითარების ანალიზი. ასეთი განცდა ნამდვილად რჩება. ყველა პოლიტიკური პარტიის ინტერესზე მაღლა, საკონსტიტუციო სასამართლოს იმიჯი დგას და არავის აქვს უფლება, სასამართლოს სანდოობა და იმიჯი შელახოს.

ერთი და იგივე მოსამართლეები იხილავენ ერთი და იგივე საქმეებს, რომელიც “ნაციონალური მოძრაობის” ინტერესის არეალში ექცევა.
ჩვენ ვიყავით და ვართ მომხრენი, რომ ნებისმიერი განცხადება, რომელსაც პასუხისმგებლობის მატარებელი საჯარო პირი აკეთებს (ამ შემთხვევაში, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე), მისი შინაარსი ობიექტური გამოძიებით გადამოწმდეს.

გამოძიების ჩატარებისთვის მზაობა აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილებაა, თუმცა მეორეს მხრივ, ასეთ პასუხისმგებლობას, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარისგან, სამწუხაროდ, ვერ ვხედავთ.

პაპუაშვილმა უცნაური ვითარება შექმნა – ერთის მხრივ ისაუბრა იმაზე, რომ მის განცხადებებთან დაკავშირებით გამოძიება არ ტარდება, მეორეს მხრივ, დასჭირდა რამდენიმე დღე და რამდენიმე წინაპირობის დაყენება იმისათვის, რომ პროკურორს შეხვედროდა”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები