პრემიერმა თინა ხიდაშელისა და პაატა ზაქარეიშვილის განცხადებები დააკმაყოფილა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თინათინ ხიდაშელისა და პაატა ზაქარეიშვილის განცხადებები, თავდაცვის მინისტრისა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობებიდან გათავისუფლების შესახებ დააკმაყოფილა.
თინა ხიდაშელმა და პაატა ზაქარეიშვილმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ განცხადებებით დღეს მიმართეს.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ახალი მინისტრების ვინაობა უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები