გიორგი მარგველაშვილსა და ამბასადორიალის მონაწილე დიპლომატებს შორის შეხვედრა მიმდინარეობს
საქართველოს პარლამენტში პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილისა და ამბასადორიალის მონაწილე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა დაიწყო.
შეხვედრის დაწყებისას საქართველოს პრეზიდენტმა დიპლომატებს მადლობა გადაუხადა იმ პარტნიორობისთვის, რასაც ისინი ეწევიან საქართველოს საზღვრებს გარეთ.
პრეზიდენტმა შეხვედრის დასაწყისში აღნიშნა, რომ ქართულ დიპლომატიას აქვს წარმატებები იმ კუთხით, სადაც საქართველო ეძებს წინსვლას. შეხვედრა დიპლომატებსა და საქართველოს პრეზიდენტს შორის 19:00 საათზე დაიწყო.
შეხვედრამედიისთვის დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს.