თინა ხიდაშელმა პრემიერ-მინისტრს გათავისუფლების შესახებ განცხადებით მიმართა

თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა პრემიერ-მინისტრს გათავისუფლების შესახებ განცხადებით მიმართა, – ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტროში ადასტურებენ. უწყების ინფორმაციით, თინა ხიდაშელი თანამდებობას 1-ელი აგვისტოდან დატოვებს.
„დღეს, დღის მეორე ნახევარში, თავდაცვის მინისტრმა მიმართა საქართველოს პრემიერს მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილების შესაბამისად, მიიღოს გადაწყვეტილება თავდაცვის მინისტრის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ 1-ელი აგვისტოდან“, – აცხადებენ სამინისტროში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები