აბაშიძესა და კარასინს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა რუსეთ-საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზების საკითხები განიხილეს, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო იუწყება.
„საუბრის დროს რუსეთ-საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზების და მათი განვითარების საკითხები განიხილებოდა“ – ნათქვამია რუსეთის საგარეო პოლიტიკური უწყების განცხადებაში.
ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ საუბარი „ყველა მიმართულებას“ შეეხო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები