მთავრობის სხდომას “რესპუბლიკელი” მინისტრები არ ესწრებიან
მთავრობის ადმინისტრაციაში მინისტრთა კაბინეტის სხდომას “რესპუბლიკელი” მინისტრები არ ესწრებიან. მთავრობის სხდომას არც თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი და არც შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი არ ესწრება.
თავდაცვის სამინისტროში ხიდაშელის სხდომაზე გამოუცხადებლობას ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისში“ მიმდინარე სამეთაურო-საშტაბო სწავლება „დიდგორ 2016“-ს უკავშირებენ.