ნინო სურგულაძე ბელგიის სამეფო თეატრის სცენაზე
ქართველმა მომღერალმა ნინო სურგულაძემ ბელგიის სამეფო თეატრის სცენაზე ამნერისის პარტია ვერდის გენიალურ ”აიდაში” წარმატებით შეასრულა. სპექტაკლის ტრანსლაცია ბელგიის ინტერნეტტელევიზიის პირდაპირ ეთერში მიმდინარეობდა. ეს გახლავთ ქართველი მომღერლის დებიუტი ამ თეატრსა და ამ პარტიაში.
ქართველი მომღერალი დღეს მსოფლიოს გამოჩენილ საოპერო სცენებზე წარმატებით მოღვაწეობს.
შეგახსენებთ, მანანა სურგულაძემ 24 წლის ასაკში რიკარდო მუტისთან ერთად ორჯერ გახსნა ლა სკალას სეზონი. მაშინ 24 წლის იყო და სეზონი როსინის ულამაზესი ოპერით ”მოსე და ფარაონი” გაიხსნა. დღეს მომღერალს სახელგანთქმულ მაესტროებთან აქვს ურთიერთობა. როგორც სხვადასხვა ინტერვიუში აცხადებს, მისთვის დაუვიწყარი იყო მაესტრო მუტისთან ურთიერთობა, როდესაც ვერდის ოპერაში ”რიგოლეტო” მას პარტნიორობას მაესტრო პლასიდო დომინგო უწევდა. მომღერლის საყვარელი პერსონაჟი და პარტია,- კარმენია, მსმენელმა იგი სწორედ ამ პერსონაჟთან გააიგივა.