როლანდ ახალაიას 30 000 ლარის ჯარიმა დაეკისრა და 2 წლითა და 3 თვის ვადით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება

უზენაესი სასამართლოს მიერ როლანდ ახალაიას მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილების თანახმად, დეპუტატს საპატიმრო სასჯელი არ შეეფარდა.
უზენაესმა სასამართლომ როლანდ ახალაიას ფულადი ჯარიმა დააკისრა და საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად ჯარიმა 30 000 ლარის ოდენობით განუსაზღვრა. ასევე მას გარკვეული პერიოდის განმავლობაში თანამდებობის დაკავების უფლება ჩამოერთვა.
„უზენაესმა სასამართლომ როლანდ ახალაია დამნაშავედ ცნო სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ორი დამოუკიდებელი ეპიზოდის ჩადენაში და ”ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის და სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად ჯარიმა 30 000 ლარის ოდენობით განუსაზღვრა. როლანდ ახალაიას 2 წლითა და 3 თვის ვადით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება“, – აცხადებენ მთავარ პროკურატურაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები