დომოდედოვოს აეროპორტში საქართველოს მოქალაქე დააკავეს

მოსკოვში, დომოდედოვოს აეროპორტის პოლიციის თანამშრომლებმა საქართველოს მოქალაქე დააკავეს, რომელიც 15 წლის განმავლობაში ფედერალურ ძებნაში იმყოფებოდა. სააგენტო „ტასის“ ცნობით, იგი ძარცვისთვის იძებნებოდა. „აეროპორტის პოლიციამ ოპერატიული ღონისძიებების გატარებისას საქართველოს 58 წლის მოქალაქე დააკავა, ის ბრადლებულია ძარცვასა და გაუპატიურებაში“, – განუცხადეს სააგენტო „ტასს“ რუსეთის შინაგან საქმეთ სამინისტროში. დაკავებულს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. ამჟამად საქართველოს სამართალდამცველი ორგანოებისთვის მისი გადაცემის საკითხი განიხილება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები