უსინათლო ხელოვანების ნამუშევრები N102 სკოლას გადაეცა
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით პროექტი „უსინათლო ადამიანების შესაძლებლობები“ განხორციელდა. მის ფარგლებში მხატვარ გია გურასპაშვილის სახელოსნოში უსინათლო ხელოვანების მიერ მხატვრული ნამუშევრები შეიქმნა. პროექტის დასრულების შემდეგ ნამუშევრები საჩუქრად N102 უსინათლოთა სკოლას გადაეცა. ღონისძიებას დაესწრნენ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მრჩეველი გიორგი გეგეჭკორი და მოწვეული სტუმრები.