კუდ-ის ყოფილი აგენტი: წამიყვანეს პროკურატურაში და ხელი მოვაწერე ჩვენებას, რომელიც წაკითხულიც არ მქონდა

ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე, რომელზეც ბრალი კუდ-ის ყოფილ მაღალჩინოსანს, გიორგი დგებუაძეს, მეტსახელად „მასტერასა“ და კუდის ყოფილ უფროსს, დათა ახალაიას აქვთ წაყენებული, კუდ-ის ყოფილი აგენტი დავით ნაზარაშვილი დაიკითხა.
როგორც ნაზარაშვილმა აღნიშნა, ის სპეცოპერაციის დროს ადგილზე არ ყოფილა. ყოფილი აგენტის თქმით, კუდის ყოფილმა მაღალჩინოსანმა გია დგებუაძემ დაურეკა, შემთხვევის ადგილზე მიიყვანა და მისთვის სასარგებლო ჩვენების მიცემა მოსთხოვა.
“უნდა მეთქვა, რომ ნავთლუღის ავტოსადგურზე ვვაჭრობდი და შევესწარი ფაქტს. რეალურად კი იქ არ ვიმყოფებოდი. წამიყვანეს თბილისის პროკურატურაში და ხელი მოვაწერე ჩვენებას, რომელიც წაკითხულიც არ მქონდა. მითხრეს, თუ ამას არ გავაკეთებდი, პრობლემები შემექმნებოდა. ჩემი თანამშრომლობა კუდთან ჩემი დაკავების შემდეგ დაიწყო. თანამშრომლობის სანაცვლოდ პატიმრობიდან გამათავისუფლეს”,- განაცხადა დავით ნაზარაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები