ბორის გრებენშჩიკოვი 60 წლის იუბილეს თბილისში აღნიშნავს
კომპანია NCA ლეგენდარული რუსი როკშემსრულებლის ბორის გრებენშჩიკოვის და ჯგუფ ”აკვარიუმის” კონცერტს გამართავს. ეს მუსიკოსის მეორე ვიზიტია საქართველოში. 12 აპრილს ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში ბორის გრებენშჩიკოვი საიუბილეო საკონცერტო პროგრამით წარდგება.
გრებენშიკოვი საქართველოში პირველად 1980 წელს ჩამოვიდა. იგი თბილისში მუსიკალურ ფესტივალში ”გაზაფხულის რიტმები” კონკურსანტ ჯგუფ “აკვარიუმი“ ერთად მონაწილეობდა. ჯგუფის გამოსვლას დიდი წარმატება მოჰყვა.
მუსიკოსი საკუთარ – 60 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ კონცერტზე ქართველი მაყურებლის წინაშე 40 წლის მანძილზე შექმნილი საუკეთესო მუსიკით წარდგება.