ოთარ დანელია მარტვილსა და აბაშაში მაჟორიტარობის კანდიდატია
სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია მარტვილსა და აბაშაში “ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატია. დანელია პრემიერ-მინისტრმა, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ გიორგი კვირიკაშვილმა ზუგდიდში წარადგინა.
ოთარ დანელია საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრად 2014 წლიდან მუშაობს. მანამდე დანელია შსს-ს საფინანსო-სამეურნეო დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ მუშაობდა.
“ოთარ დანელიაწარმოშობით მარტვილელია, თავისი კუთხის პატრიოტია და ყველაფერს გააკეთებს როგორც მარტვილელების, ისე აბაშელების ინტერესების დასაცავად”, – განაცხადა პრემიერმა.
გიორგი კვირიკაშვილმა ზუგდიდის ცენტრში შეკრებილ მხარდამჭერებს სამეგრელოს რეგიონში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატები წარუდგინა.
„ქართული ოცნებიდან“ მაჟორიტარობის კანდიდატები არიან: ზუგდიდში – მერაბ ქვარია, ზუგდიდის რაიონში – ედიშერ თოლორაია, წალენჯიხასა და ჩხოროწყუში გოგა გულორდავა, ხობში – გოდერძი ბუკია, სენაკში – ირაკლი ბერაია, მარტვილსა და აბაშაში – ოთარ დანელია და ფოთში ირაკლი ხახუბია.