კახა კალაძე: თუ პაპუაშვილს მოსამართლეებზე ზეწოლის მტკიცებულება გააჩნია, პროკურატურას უნდა მიმართოს
თუ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს გიორგი პაპუაშვილს კონკრეტულ მოსამართლეებზე ზეწოლის შესახებ მტკიცებულებები გააჩნია, შესაბამის უწყებებს უნდა მიმართოს, – ამის შესახებ
“ქრონიკის სტუდიის” პირდაპირ ეთერში ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ განაცხადა.
როგორც მან აღნიშნ,ა ეს საკითხი პოლიტიკურ სპეკულაციად არ უნდა იქცეს.
როგორც მან აღნიშნ,ა ეს საკითხი პოლიტიკურ სპეკულაციად არ უნდა იქცეს.
“ჩვენ არაერთხელ გავაკეთეთ განცხადება გიორგი პაპუაშვილის განცხადებებთან დაკავშირებით, რომ აუცილებლად უნდა მიმართოს შესაბამის უწყებებს (პროკურატურას), თუ მას კონკრეტულ ადამიანებზე ზეწოლის შესახებ რაიმე მტკიცებულება გააჩნია. მთავარი პროკურატურა კი ვალდებულია დაიწყოს გამოძიება და თუ ვინმე მართა ახორციელებდა, ასეთი სახის შანტაჟს კონკრეტულ მოსამართლეებზე, თუ მიდიოდა თვალთვალი, ამ ადამიანებმა კანონის წინაშე უნდა აგონ პასუხი. “,- აღნიშნა ვიცე-პრემიერმა.
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის გიორგი პაპუაშვილის განცხადებით, ხელისუფლების სასარგებლოდ გადაწყვეტილების მისაღებად, მოსამართლეებზე ზეწოლა და შანტაჟი მიმდინარეობს.