თისელის ეკლესიის რეაბილიტაცია ისტორიულ სამცხეში
თისელის ჯვარ-გუმბათოვან ტაძარაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია ფიზიკურ სამუშაოებს 2013 წელს შექმნილი საპროექტო დოკუმენტაციის საფუძველზე შეასრულებს. განადგურების პირას მყოფი ძეგლი სოფელ თისელის სამხრეთ-აღმოსავლეთით, 1-1,5კმ.-ს. დაშორებით, სოფელი აწყურიდან აღმოსავლეთით, 5-6კმ.-ის მანძილზე, ტყეში, პატარა მდინარის მარჯვენა ნაპირზე, მთის ფერდზე მოჭრილ ტერასაზე დგას. წმინდა გიორგი სახელობის ეს ტაძარი რთულ მდომაროებაშია.
ჩატარებული კვლევების საფუძველზე, არსებობს სრული დოკუმენტაცია, რომელიც ტაძრის პირვანდელი სახის დაბრუნების შესაძლებლობას იძლევა. პროექტის მიხედვით პირველ ეტაპზე უნდა განხორციელდეს: ტაძრის გაწმენდით სამუშაოები ექსტერიერსა და ინტერიერში, კონსტრუქციული გამაგრება, გუმბათქვეშა სვეტების აღდგენა, ანტისეისმური ღონისძიებები, საკონსერვაციო სამუშაოები, პროექტის პირველი ეტაპი 2014 წლის ნოემბერში დასრულდება.