“თავისუფალი დემოკრატების” აღმასრულებელი მდივანი თამარ კეკენაძე იქნება

„თავისუფალი დემოკრატების ლიდერმა“ ირაკლი ალასანიამ პარტიის ახალი აღმასრულებელი მდივანი წარადგინა. თამარ კეკენაძე კოორდინაციას გაუწევს პარტიის რეგიონალური, საქალაქო და რაიონული ორგანიზაციების საქმიანობას.
,,მინდა წარმოგიდგინოთ, თავისუფალი დემოკრატების ახალი აღმარულებელი მდივანი – თამარ კეკენაძე, რომელიც თავისუფალი დემოკრატების ახალმა გამგეობამ აირჩია. თამარი კოორდინაციას გაუწევს პარტიის რეგიონალური, საქალაქო და რაიონული ორგანიზაციების საქმიანობას.
თამარი თავისუფალ დემოკრატებს 2015 წელს შემოურთდა და რეგიონებში ჩვენი პარტიის გაძლიერება, განახლება ჩაბარდა“, – განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები