დღეს პრემიერი სამეგრელოს რეგიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს წარადგენს

23 ივლისს, 20:00 საათზე, პოლიტიკური გაერთიანება ”ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ სამეგრელოს რეგიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს წარადგენს. დეპუტატობის კანდიდატებს პარტიის თავმჯდომარე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაასახელებს. კანდიდატების წარდგენის ღონისძიება ზუგდიდში, თავისუფლების მოედანზე გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები