ირაკლი შიხიაშვილი მოსახლეობას “ხრუშჩოვკების” ჩანაცვლების მასშტაბურ კვლევასა და გეგმას წარუდგენს (ფოტო)

“ხრუშჩოვკების“ ურთულესი და უმძიმესი პრობლემის მოსაგვარებლად ტექნიკური კვლევა და მასშტაბური სამოქმედო გეგმა თითქმის მზად გვაქვს და მისი პრეზენტაცია რამდენიმე დღეში სამგორში, ღია ცის ქვეშ გაიმართება“ – ამის შესახებ სამგორის რაიონის დამოუკიდებელმა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ირაკლი შიხიაშვილმა ამომრჩევლებთან შეხვედრისას განაცხადა.
მისი ინფორმაციით, ეს იქნება საჯარო შეხვედრა, სადაც ადგილობრივები და ყველა დაინტერესებული პირი ე.წ. ხრუშჩოვკებიდან თავის დასაღწევად დეტალურ ინფორმაციას მიიღებს.
სამგორის მოსახლეობა მათ ძირითად პრობლემად სწორედ ე.წ. ხრუშჩოვკებს ასახელებს და აცხადებს, რომ საკმაოდ სერიოზული საშიშროების წინაშე დგანან.
„უკვე არც ვფიქრობთ, რომ რამე გვეშველება. გაუსაძლის პირობებში ვართ. შიშით ვცხოვრობთ, რომ სახლი არ ჩამოგვენგრეს. ათასობით ოჯახი ამ დღეში ვართ. თუ ჩვენი შველის და გადარჩენის შესაძლებლობა არსებობს და „ხრუშჩოვკებს“ თავს დავაღწევთ, ეს ყველაზე დიდი და ძვირფასი საჩუქარი იქნება ჩვენთვის“, – აცხადებენ ადგილობრივები.
მაჟორიტარობის კანდიდატის ინფორმაციით, თუ პრობლემა დაუყოვნებლივ არ მოგვარდა, 110 000 ადამიანი შესაძლოა ქუჩაში დარჩეს.
„ხრუშჩოვკების“ ჩანაცვლების პროექტი რეალურია. პროექტის პრეზენტაციაზე დეტალურად ვისაუბრებ სად რა პრობლემა, რა საფრთხე არსებობს და როგორ შეიძლება საკითხის მოგვარება. არსებული ვითარება იმდენად რთულია, დაუყოვნებლივ უნდა ვიმოქმედოთ, რომ სავალალო შედეგები თავიდან ავიცილოთ. არ უნდა დავუშვათ, დაახლოვებით 110 000 ადამიანი უსახლკარო გახდეს“, – განაცხადა შიხიაშვილმა ამომრჩევლებთან შეხვედრისას.
მაჟორიტარობის კანდიდატმა საკრებულოში მისი მუშაობის პერიოდიც გაიხსენა და აღნიშნა, რომ მაშინ ასეთ, ავარიულ სახლებში მცხოვრები მოსახლეობის ბინების დაქირავებისთვის ბიუჯეტიდან 4 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა.
„აღნიშნული თანხა ბინების დასაქირავებლად იხარჯებოდა ბიუჯეტიდან. მაშინდელი 4 მილიონი დღეს 7 მილიონს მიუახლობდა, ცოტა ხანში კი 14 მილიონი გახდება. ხარჯი დაუსრულებლად იზრდება. პრობლემა კი არ გვარდება. ასე დაუსწრულებლად ვერ გაგრძელდება. ჩვენი მიზიანია, აღნიშნული თანხის განკარგვა უფრო გონივრულად და შედეგიანად მოხდეს. თუ როგორ, ამას „ხრუშჩოვკების“ ჩანაცვლების პრეზენტაციაზე წარმოვადგენთ“, – განაცხადა ირაკლი შიხიაშვილმა.
13819459_1142173029181910_1356481545_n (1) 13823579_1142173039181909_703938751_n 13839876_1142173045848575_269427678_o 13735214_1142173065848573_677386917_n 13823530_1142173112515235_1398344584_n                                                          13695039_1142173142515232_1212263871_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები