გიორგი მარგველაშვილი: ეს უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული სისასტიკეა, რომელსაც ერთობით უნდა ვუპასუხოთ

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი თანაგრძნობას უცხადებს მიუნხენში მომხდარი ტერორისტული ტერორისტული აქტისას დაღუპულთა ოჯახებს და სოლიდარობას გამოხატავს გერმანელი ერის მიმართ.
,,ძლიერ შეძრწუნებული ვარ მიუნხენში მომხდარი საზარელი ტერორისტული აქტის გამო, რომელმაც უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლე შეიწირა.
ეს ჩვენი საერთო ღირებულებების, კეთილდღეობისა და უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული სისასტიკეა, რომელსაც ჩვენი ერთობით უნდა ვუპასუხოთ.
ქართველი ხალხის სახელით თანაგრძნობას ვუცხადებ გერმანელ ერს და ვუთანაგრძნობ დაღუპულთა ოჯახებს”, – აღნიშნულია პრეზიდენტის განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ გერმანიაში, მიუნხენში, სავაჭრო ცენტრში შეიარაღებული პირი შეიჭრა და რამდენჯერმე გაისროლა. სროლის შედეგად 9 ადამიანი გარდაიცვალა, 16 კი დაიჭრა. თავდამსხმელმა თავი მოიკლა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები