ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი დაფუძნდა
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში გაიმართა სსიპ ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის პრეზენტაცია. აღნიშნული სსიპი 20 მარტს მთავრობის დადგენილების საფუძველზე შეიქმნა. ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი განსაზღვრავს სახელმწიფო პოლიტიკას ლიტერატურული თარგმანების სფეროში და ხელს შეუწყობს ქვეყანაში ქართული და უცხოური ლიტერატურის თარგმნის პროცესის განვითარებას, ლიტერატურის მეშვეობით კულტურათაშორისი დიალოგის გაღრმავებას და საერთაშორისო ლიტერატურულ და საგამომცემლო სივრცეში საქართველოს მრავალსაუკუნოვანი ინტელექტუალური რესურსის წარმოჩენას.