შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამთო მომზადების ზაფხულის კურსი გაიარეს (ფოტო/ვიდეო)

შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 30-მდე თანამშრომელმა, საქართველოს სამთო კურორტების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, შსს-სა და თავდაცვის სამინისტროებს შორის არსებული ურთიერთკოორდინაციის ფარგლებში, სამთო მომზადების ზაფხულის ტექნიკური კურსი გაიარა.
შს სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, სწავლება სტეფანწმინდას მუნიციპალიტეტში მდებარე ჭაოხის მასივში ათი დღის განმავლობაში გაგრძელდა.
განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებმა, პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლის ინსტრუქტორების დახმარებით, რთულ რელიეფზე გადაადგილება, კლდეზე მეწყვილესთან ერთად ცოცვა, თოვლზე დაშვება, ნაპრალში ჩავარდნილის ამოყვანა, დაშავებულის ევაკუაცია და სხვადასხვა სირთულის მწვერვალზე ასვლა შეისწავლეს.
ძალოვან უწყებებს შორის მსგავსი მასშტაბური სამთო სწავლება პირველად ჩატარდა.
კურსის მიზანი იყო განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელების კვალიფიკაციის ამაღლება და მათი მომზადების დონის ევროპულ სტანდარტებთან მიახლოება.
მომზადების კურსის დასრულების შემდეგ, შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორმა, ვიცე-პოლკოვნიკმა მინდია ლორთქიფანიძემ, საქართველოს შეიარაღებული ძალების წვრთნისა და სამხედრო განათლების სარდლის მოადგილემ, ვიცე-პოლკოვნიკმა ზაზა ჯაფარიძემ და საჩხერის სამთო მომზადების სკოლის მეთაურმა, ვიცე-პოლკოვნიკმა ივანე ცხადაძემ ყველა მონაწილეს შესაბამისი სერტიფიკატი გადასცეს.
ღონისძიება სტეფანწმინდას მუნიციპალიტეტში, სოფელ ჯუთაში მდებარე ბანაკ „ზეთაში“, ზღვის დონიდან 2250 მეტრ სიმაღლეზე გაიმართა.
სამთო კურორტებზე უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამთო მომზადების პირველი ტექნიკური კურსი, საჩხერის სამთო მომზადების სკოლის ინსტრუქტორების დახმარებით, ზამთარში, დაბა გუდაურში გაიარეს.
უახლოეს მომავალში დაგეგმილია მესამე სამთო ტექნიკური კურსის ჩატარება ზღვის დონიდან 5000 მეტრზე და მყინვარწვერის დალაშქვრა.
13709757_842074855894515_9070238536487906115_n 13726862_842074862561181_5316513071114016300_n 13775576_842074859227848_8235660877373862567_n 13754337_842074889227845_5790614119686806223_n 13699956_842074965894504_6279655886822396381_n 13754680_842075019227832_4932053701520568185_n 13726665_842075059227828_5664941699936772210_n 13782142_842075062561161_5203969779788324605_n 13700175_842075105894490_9057805171699678539_n                                                          13769575_842075179227816_9158851887408598086_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები