პოეზიის საღამო ,,კათარზისში“ გრძელდება
გრძელდება პოეზიისა და ხელოვნების საღამოები, რომელიც ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის ”მემკვიდრეობისა” და ახალგაზრდა პოეტის სოფო ღლონტის ორგანიზებით იმართება. 2 აპრილს ჰუმანიტარულ კავშირ ”კათარზისში” საღამო გაიმართა, სადაც მონაწილეობდნენ პოეტი ქალბატონები: ანა ლაშხელი [ონიანი], ცირა ბაბუცაძე და სოფო ღლონტი. პოეზიისა და ხელოვნების საღამოები მომავალშიც გაგრძელდება.