“ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს სხდომაზე პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებზე იმსჯელეს

“ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს სხდომაზე პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების შესახებ იმსჯელეს. როგორც პოლიტსაბჭოს წევრმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა, სხდომაზე საბოლოო გადაწყვეტილება მიიღეს სამაგრელოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებთან დაკავშირებით.
სამეგრელოს რეგიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს პარტიის თავმჯდომარე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ხვალ დაასახელებს. კანდიდატების წარდგენის ღონისძიება ზუგდიდში, თავისუფლების მოედანზე გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები