საპარლამენტო ფრაქციებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების საკითხის მოსამზადებლად დრო სექტემბრამდე მიეცათ

პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის დავალებით, საპარლამენტო ფრაქციებმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ პრეზიდენტის მიერ წარდგენილ კანდიდატებთან დაკავშირებული საკითხი გადაწყვეტილების მისაღებად უნდა მოამზადონ.
აღნიშნული საკითხის მოსამზადებლად, საპარლამენტო ფრაქციებს დრო სექტემბრის დასაწყისში დანიშნულ პლენარულ სხდომამდე მიეცათ. ამის შესახებ დავით უსუფაშვილმა პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ ლევან ბოძაშვილის, ნონა თოდუასა და თამარ ლალიაშვილის კანდიდატურები ოფიციალურად დარეგისტრირდა.
„პრეზიდენტი სარგებლობს მისთვის კონსტიტუციით მინიჭებული უფლებამოსილებით და უზენაეს სასამართლოში სამ ვაკანტურ თანამდებობაზე, რომელზეც ჩვენ პირველი მცდელობისას არ გავამწესეთ არავინ, გვთავაზობს კანდიდატურებს. საკითხი მოსამზადებლად გადაეცათ იურიდიულ და ადამიანის უფლებათა კომიტეტებს. პოლიტიკურ ჯგუფებს შეუძლიათ შეხვდნენ კანდიდატებს. ორი კანდიდატი ადრეც იყო წარმოდგენილი, თუმცა ეს პოლიტიკური ჯგუფების გადასაწყვეტია. კარგი იქნება, თუ საკითხი მზად იქნება გადაწყვეტილების მისაღებად იმ დროისთვის, როცა პლენარული სხდომები გაიმართება“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები