ერდოღანი აშშ-ს გიულენის ექსტრადირებას სთხოვს
თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი აშშ-ს ფეთულაჰ გიულენის ექსტრადირებას სთხოვს, – ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. მათივე ცნობით, ამის შესახებ განცხადება მან ცოტა ხნის წინ სტამბოლში გააკეთა.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი აცხადებს, რომ ვაშინგტონი შესაძლებლად მიიჩნევს განიხილოს პენსილვანიაში დევნილობაში მყოფი სასულიერო პირის ფეტულა გიულენის ექსტრადიციის მოთხოვნა, თუ თურქეთის მთავრობა წარმოადგენს მტკიცებულებას გიულენის დანაშაულებრივ საქმიანობაზე.
პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ეროდანმა 16 ივლისის სამხედრო გადატრიალების მცდელობაში გიულენს დასდო ბრალი.
თურქეთის მოქმედი ხელისუფლების ოპონენტმა, 75 წლის გიულენმა დაგმო სამხედრო გადატრიალების ცდა და გადაჭრით უარყო მასთან ნებისმიერი კავშირი. თურქეთის პრემიერ-მინისტრმა ბინალი ილდირიმმა აღნიშნა, რომ თურქეთი მტრად განიხილავს ყველა ქვეყანას, რომელიც გიულენს უჭერს მხარს.