“ტვიტერში” დაკავებული ჯარისკაცების ფოტო გავრცელდა
თურქეთულ მედიაში გავრცელდა ფოტო, სადაც სამხედრო გადატრიალების მცდელობის მონაწილე ჯარისკაცები შიშველ მდგომარეობაში იმყოფებიან.
ფოტო სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ვრცელდება.
წამყვანი მედიასაშუალებები ასევე ავრცელებენ ფოტო და ვიდეომასალას, თუ როგორ აყენებს მშვიდობიანი მოსახლეობა ფიზიკურ შეურაცხყოფას ამბოხებაში მონაწილე იმ ჯარისკაცებს, რომლებიც წუხელ ხელისუფლებას ჩაბარდნენ.