თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობას 190 ადამიანი შეეწირა, 1 500 დაშავდა
თურქეთში პარასკევს საღამოს მომხდარი სამხედრო გადატრიალების მცდელობას 190 ადამიანი შეეწირა და 1 500 დაიჭრა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ავრცელებს.
დაღუპულთა შორის 41 პოლიციელი, 2 ჯარისკაცი, 47 მშვიდობიანი პირი და 104 აჯანყების მონაწილეა.
თურქეთის არმიის გენერალური შტაბის უფროსის უმირ დუნდარის განცხადებით, სამხედრო გადატრიალების მცდელობაში, ძირითადად, საჰაერო ძალების სამხედროები და სამხედრო პოლიციის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
როგორც თურქეთის პრემიერ-მინისტრმა ბინალი ილდირიმმა განაცხადა, დაკავებულია 2 800 ადამიანი.