ანკარის მერი: თურქეთის სამხედრო ამბოხებაში რუსი მფრინავი მონაწილეობდა

თურქეთის დედაქალაქ ანკარის მერის, მელიხ გეკჩეკის განცხადებით, თურქეთის სამხედრო ამბოხებაში რუსი მფრინავი მონაწილეობდა.
მისი თქმით, სამხედრო ამბოხების მცდელობის ერთ-ერთი მონაწილე რუსული სამხედრო მოიერიშე „სუ 24“-ის სამხედრო მფრინავი იყო. მფრინავის ვინაობა ჯერჯერობით არ კონკრეტდება.
“პარალელურმა სახელმწიფომ” დააზიანა ჩვენი ურთიერთობები რუსეთთან. ეს იყო თვითმფრინავის ინციდენტი, რომელშიც ამ ორგანიზაციის („პარალელური სახელმწიფო“) მფრინავი მონაწილეობდა. 100%-იანი დარწმუნებით გეუბნებით, ის იყო სამხედრო პუტჩის მონაწილე. ამ დრომდე ჩვენ ამ ინფორმაციას არ ვაჟღერებდით”, – განაცხადა მელიხ გეკჩეკმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები