ფეთჰულაჰ გიულენმა თურქეთში მომხდარი სამხედრო გადატრიალების მცდელობა დაგმო

ფეთჰულაჰ გიულენმა, რომელსაც თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი სამხედრო გადატრიალების მცდელობის ორგანიზებაში ადანაშაულებს, სამხედრო აჯანყება დაგმო. ამის შესახებ სააგენტო „ფრანს-პრესი“ იუწყება.
გიულენი ამჟამად აშშ-ში იმყოფება. მისმა მომხრეებმა სამხედრო ამბოხის მონაწილეებთან კავშირი უარყვეს.
ოფიციალური ანკარა ქვეყანაში გიულენის საქმოანობას „პარალელურ სახელმწიფოს“ უწოდებს. თურქეთში მასთან კავშირისთვის ასობით სამხედრო, პოლიციელი და უშიშროების თანამშრომელი იყო დაკავებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები