თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობის დროს 90 ადამიანი დაიღუპა და 1000-ზე მეტი დაშავდა
თურქეთში, პარასკევს საღამოს მომხდარი სამხედრო გადატრიალების მცდელობის დროს, 90 ადამიანი დაიღუპა და 1000 დაიჭრა. ამის შესახებ სააგენტო „ანადოლუ“ იუწყება.
ყველაზე მეტი ადამიანი ქვეყნის დედაქალაქში, ანკარაში დაიღუპა, სადაც შეიარაღებული შეტაკებები მოხდა.
ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ სამხედრო გადატრიალების ორგანიზატორები და მონაწილეები დაკავებულები არიან. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ანკარაში კვლავ სროლებია.