ხელისუფლების მომხრე ძალებმა ანკარაში მეორე ვერტმფრენი ჩამოაგდეს
თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის მომხრე ძალებმა ანკარაში ამბოხებულების მეორე ვერტმფრენი გაანადგურეს. ეს იმ დროს მოხდა, როდესაც ამბოხებულები სატელიტური მაუწყებლობის, Turksat-ის შენობის აღებას ცდილობდნენ.
მანამდე სამთავრობო ძალებმა განაცხადეს, რომ სტამბოლის და ანკარის თავზე გამოჩენილ ნებისმიერ საფრენ აპარატს გაანადგურებდნენ.
შეგახსენებთ, რომ თურქეთში პარასკევს საღამოს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა მოხდა. სამხედრო ამბოხის დროს 60-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და 1000-ზე მეტი დაშავდა.