“გარკვეული ლოკალური ოპერაციები კვლავ გრძელდება, მეამბოხეების ჩასახშობად”
გარკვეული ლოკალური ოპერაციები კვლავ გრძელდება, მეამბოხეების ჩასახშობად, – ამის შესახებ თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩმა ირაკლი კოპლატაძემ განაცხადა.
მისივე განმარტებით, “ამ დროისათვის 1154 ადამიანია დაშავებული, ხოლო 1400 ადამიანი დაკავებულია. მათ შორის, 5 გენერალი, 29 პოლკოვნიკი და სხვადასხვა რანგის სამხედრო პირი.
შესაბამისად, გარკვეული ლოკალური ოპერაციები კვლავ გრძელდება, მეამბოხეების ჩასახშობად, მაგრამ თურქეთის პირველი პირების მიერ გაკეთებული განცხადებებით, ისინი სრულად აკონტროლებენ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს”, – განაცხადა კოპლატაძემ.