ერდოღანი – სამხედრო გადატრიალების ორგანიზატორები ბრძანებებს აშშ-დან იღებდნენ

„თურქეთში სამხედრო გადატრიალების ორგანიზატორები ბრძანებებს აშშ-დან იღებდნენ, იქ მათი ლიდერები ცხოვრობენ“, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სტამბოლში ჩასვლისას, თავის მომხრეებთან შეხვედრაზე განაცხადა.
შეგახსენებთ, რომ თურქეთში პარასკევს საღამოს სამხედრო გადატრიალების მცდელობა აღკვეთეს.
პრეზიდენტ ერდოღანის ადგილსამყოფელი დიდი ხნის განმავლობაში უცნობი იყო. ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მან თავშესაფარი მოითხოვა ევროპაში.
ერდოღანმა სტამბოლის აეროპორტში ასევე განაცხადა, რომ სამხედრო გადატრიალების მომხრეები უმკაცრესად დაისჯებიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები