იენს სტოლტენბერგი თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობის გამო, შეშფოთებას გამოთქვამს

ნატო-ს გენერალური მდივანი თურქეთში მომხდარ მოვლენებს ეხმაურება. იენს სტოლტენბერგი თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობის გამო, შეშფოთებას გამოთქვამს.
„ახლახან ვესაუბრე თურქეთის საგარეო საქმეთ მინისტრ მევლუთ ჩავუშოღლუს. ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს ყურადღებით დავაკვირდები. მხარეებს სიმშვიდისა და თავშეკავებისკენ შენარჩუნებისკენ მოვუწოდებ. პატივი სცენ თურქეთის დემოკრატიულ ინსტიტუტებსა და მის კონსტიტუციას. თურქეთი ნატო-ს წევრი ქვეყანაა“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობის შედეგად 60 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 700-ზე მეტი დაშავდა. ვითარება ამ დროისთვის ქვეყანაში კვლავ დაძაბულია, თუმცა სიტუაციას ხელისუფლება აკონტროლებს.
პერიოდულად ანკარაში კვლავ ისმის სროლის ხმაც. დაღუპულთა უმრავლესობა მშვიდობიანი მოქალაქეა, გარდაცვლილია 17 პოლიციელიც. ქვეყანაში კომენდანტის საათი და სამხედრო მდგომარეობა მოქმედებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები