ობამა თურქეთის დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლების მხარდაჭერის მოწოდებით გამოდის

 აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ მოუწოდა თურქეთში არსებულ ყველა ძალას დემოკრატიულად არჩეულ ხელისუფლებას მხარი დაუჭიროს. ამის შესახებ „ბი–ბი–სი“ იუწყება. ობამამ თურქეთში მიმდინარე მოვლენები  აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან, ჯონ კერისთან ტელეფონით განიხილა. კერის განცხადებით, სახელმწიფო დეპარტამენტი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ თურქეთში აშშ–ის მოქალაქეების უსაფრთხოება იყოს უზრუნველყოფილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები